საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

სრულად...

„მზად ვარ ჩავერთო კანონპროექტის განხილვაში, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება.

სრულად...

ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.

სრულად...

„ტელეიმედის“  დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მიეცა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

სრულად...

„ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ თუ რა ვითარებაა მედიაპლურალიზმის მხრივ საქართველოში. 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით მდგომარეობა არის განსაკუთრებულად გაუმჯობესებული". 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობის შეხვედრის თარიღი, ცნობილი, სავრაუდოდ, ხვალ გახდება.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტში ბარისახოსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამანქანე გზების აღდგენითი სამუშაოები ხორცილდება.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ფრანგი კოლეგა, ემანუელ მაკრონი აცხადებენ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შესაძლოა ახალი შეთანხმება შედგეს.

სრულად...

სამართალდამცველებმა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან 18 კგ ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი