„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკანასკნელი სამაშველო რგოლის გამოყენებას უწოდებს.
პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.
დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0147 პუნქტით გამყარდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების“ შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას პატივი მიაგო, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს. ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანას ვერ უშველის და გამოსავალი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვალაა.
„ბიძინა ივანიშვილი როდესაც მიდიოდა პოლიტიკიდან, განაცხადა, დიდი უბედურება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ დავბრუნდეო და ეს დაემსგავსება მეორედ მოსვლასო. ეტყობა, ეს დიდი უბედურება ხდება უკვე", ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ მე ვბრუნდები იქ, საიდანაც ის არასდროს წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობას, უხელმძღვანელოს „ქართულ ოცნებას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.