გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში მივიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მისი შვილი „უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს".
მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე პრემიერ მინისტრის დასასრულის დასაწყისს უწოდებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირის, ზურაბ ალავიძის პოსტიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებისას პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უწყების მიერ ტენდერების ჩატარებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ ე.წ. ოპოზიციონერების პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მოსამზადებლად ელექტრონულ ტენდერებს აცხადებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს შპს „ამბროლაურის სერვის ცენტრი" ახორციელებს. ამ ეტაპზე დასრულებულია 15-მდე სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 28 მარტს საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა.
კემეროვოს სავაჭრო ცენტრი „Зимняя вишня“, რომლის ხანძრის დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, თვითნებურად, სამშენებლო ნებართვის გარეშე იქნა აშენებული, იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც ტრამპმა მის რუს კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თქვა, რომ აშშ მზად არის რუსეთს შეიარაღებაში შეეჯიბროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.