ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა. 3 ავტომობილი რაიონულ სამსახურებს პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გადასცა.

სრულად...

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს, იმის გამო, რომ როგორც მოსამსართლემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სრულად...

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ განსაცდელს ადამიანებს ღმერთი უგზავნის და „ეს არის გზა სასუფეველში“.

სრულად...

რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს ბრალის დასდო იმაში, რომ ისინი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობენ.

სრულად...

ცაგერისა და ლენტეხის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებას უკვე ახალი, ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით შეასრულებენ.

სრულად...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ღაზაში „არაადამიანური თავდასხმის“ გამო გააკრიტიკა. პარასკევს ღაზას საზღვართან, უსაფრთხოების ზღუდის გასწვრივ პალესტინელების მასობრივი პროტესტისას მომხდარ შეხლა-შემოხლას 16 პალესტინელის სიკვდილი მოჰყვა. შაბათს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლულთაგან სულ მცირე 10, პალესტინური ტერორსიტული დაჯგუფების, მათ შორის „ჰამასის“ წევრი იყო.

სრულად...

„ზემო სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“, აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად...

ამან ტულეევი ვადაზე ადრე, თავის სურვილით ტოვებს კემეროვოს ოლქის გუბერნატორის პოსტს, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რეგიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი