პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად გახსნა.
პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მიმდინარეობა.
მე ვულოცავ ირმა ინაშვილს და „პატრიოტთა ალიანსს" რომ მთლიანი ლუსტრაცია გააკეთეს რაც არიან რეალურად და რა ოპოზიციური ძალაც არის, აღნიშნული განცხადება ბორჯომის საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ მისი იმპიჩმენტის შემდეგ გააკეთა.
ვიცე რემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ჟან ასელბორნთან შეხვედრა გამართა.
ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
26 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი პრანკერის მიმართ, რომელმაც სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნიაში“ გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
წყალტუბო წელს ფოლკლორულ ფესტივალს - „არტგენს“ უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილე 21 დეპუტატიდან ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენის სასარგებლოდ ხმა 2-მა, თანამდებობიდან გათავისუფლების სასარგებლოდ კი, 19-მა დეპუტატმა მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.