„პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ორმხრივ შეხვედრებზე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე“, განაცხადა აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟენევაში ვიზიტის შეჯამებისას.
სამედიცინო ცენტრ „თერჯოლამედში“ ფუნქციონირება დაიწყო ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებამ, სადაც ტარდება გეგმური და გადაუდებელი კორონაროგრაფია-სტენტირება (გულისმკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა და მკურნალობა).
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ერთი წლისა და ოთხი თვის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.
წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გამყარდა.
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
ნინოწმინდის მერის, ანი მოსოიანისა და საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეღიანის ინიციატივით, 28 მარტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების დღედ გამოცხადდა.
კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ შემოეტანათ არეულობა, განაცხდა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს, შეხვედრის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.