საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0063 პუნქტით გამყარდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის გლობალურ აქციას შეუერთდა.
ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძველი და ახალი თაობის ხონელ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის კამპანიაში ჩაერთო. „წელს დაუნის სინდრომის დღის მსოფლიო კამპანია დაუნის სინდრომის მქონე პირებისათვის სამუშაო გარემოში ინტეგრირებას უსვამს ხაზს. „რა მომაქვს ჩემი საზოგადოებისთვის“, სწორედ ეს არის წლევანდელი სლოგანი.
მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შეთანხმება მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა იქნება საქართველოს ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვრენიტეტისთვის მნიშვნელოვანი, განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, 24 მარტს სამხედრო წესით დაკრძალავენ. ტატუნაშვილის ცხედარი თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, წილკანში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს
დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შედეგ, თბილისში ექსერტიზას დაესწრო, აცხადებს, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა წერილიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც მისი თქმით, მესტიისა და ლენტეხის მოსახლეობისგან მიიღო.
ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაში, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩინინმა.
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი ეწვია. ელჩმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.