ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი „პატარა ჩერნობილია“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის დანიშვნა და დღემდე მისთვის თანამდებობის შენარჩუნება საყდრისის აფეთქებას უკავშირდება, რისი განხორციელებისთვისაც გიორგაძემ ერთ „დღეში 5 დოკუმენტი შეცვალა“, რაც მელიას თქმით, 2014 წლის დეკემბერში საყდრისის აფეთქების მიზეზი გახდა.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ს ელჩის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, ელჩის მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
ქალაქ გარდაბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული აღნიშნეს. ე.წ „გრესის მოედნიდან“ თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო, სადაც „გაზაფხულის გოგონამ“ და თეატრალურ ფორმებში გამოწყობილმა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემოსვლა ახარეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა.
საქართველომ ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5 პროცენტი აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის Great Mills-ის სკოლაში სროლები განხორციელდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.