რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამასკოს გარეუბანში, აღმოსავლეთ ღუთაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. იგი სამშაბათს, 27 თებერვლიდან დაიწყება და მოიცავს „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნას, რათა საშუალება მიეცეთ მშვიდობიან მოქალაქეებს დატოვონ ტერიტორია.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადო შეფასება მისცენ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, რადგან მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. 

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განცხადებითი, თუშეთის ახალი გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა გააპროტესტეს, დასრულებული არ არის და მასზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს, უთანხმოება კი იმის გამო წარმოიშვა, რომ „ზემო ალვანის მოსახლეობას უნდა რომ გაკეთდეს ეს გზა, ქვემო ალვანის მოსახლეობა კი წინააღმდეგია“.

სრულად...

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ღრმა წუხილს გამოხატავს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილისა და სხვა ორი პირის დაკავების გამო.

სრულად...

საქართველო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა.

სრულად...

წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0092 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სრულად...

საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ დღეს წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას „უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის” მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე დაესწრო. მან ცამეტ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი