საუდის არაბეთის მეფე სალმანმა მასობრივი საკადრო წმენდა განახორციელა. მან მისი უმაღლესი რანგის ოფიციალური სამხედრო პირები, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამსახურებიდან დაითხოვა. მეფემ სახმელთო და საჰაერო ძალების მეთაურებიც შეცვალა.

სრულად...

​„ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანია, მოვახდინო საერთაშორისო საზოგადოების, გაერო-ს წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მაქსიმალური მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს მონაწილეობისა და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შეფასებისას.

სრულად...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ხმაურიანი საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან პირობის მიღების შემდეგ შეწყვიტეს.

სრულად...

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

სრულად...

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა, განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურად ჯიოევმა.

სრულად...

გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდი ნაწილი გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა.

სრულად...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო პირის, ახალგორიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მიმართულების მონაკვეთი აქვთ გადაკეტილი და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვენ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვენებას.

სრულად...

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ფორმაში ჩაცმულ გოგონას უთხრა, რომ იგი დიდებას მოიხვეჭდა, თუკი ბრძოლის დროს იქნებოდა მოკლული.

სრულად...

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.

სრულად...

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი