„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან - ურსულა ფონ დე ლეიენთან და ფრანკ ბაკე-იენსენთან, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკესტერთან ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
დონალდ ტრამპმა საყვედური გამოუცხადა FBI-ს იმის გამო, რომ ოთხშაბთს ფლორიდის სკოლაში განხორციელებულ სროლებამდე, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის „ბევრი სიგნალი“ გამოტოვა, რასაც ფლრიდელი მსროლელი სხვადასხვა დროს საჯაროდ აფიქსირებდა.
სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ირანის პროვინცია ისპაანში, ქალაქ სემირომის რაიონში კატასტროფა განიცადა, იტყობინება სააგენტო „ტასნიმი“ ირანის საგანგებო სიტუაციების ცენტრზე დაყრდნობით.
ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც მშრალად მოიგეს. ქუთაისში ბელგიის 47:0 ძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ოფენბახში, გერმანიაში მასპინძლებს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხა.
გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ გამორიცხავს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ჩადენილი დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკის გამო.
საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვერტმფრენმა, რომელსაც მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და ოახაკას შტატის გუბერნატორი გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა. BBC-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია დაღუპული.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.