უნგრეთში ვიზიტად მყოფმა წყალტუბოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრებმა გენერალური ასამბლეის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება“, ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, იური ლუიკმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ახალ ექსპერტებს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის სახელით გამართული ვახშამი გამოტოვა, სადაც იგი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიულ მეთაურთან, კიმ ჩენ ნამთან უნდა მისჯდომოდა მაგიდას.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი თურქ ინვესტორებს შეხვდა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ინვესტორები მერქან-ბურბუშელოვანი პროდუქციის წარმოებისა და ადგილზე შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების მიზნით ხონის სატყეო ფონდით არიან დაინტერესებულნი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, გარდაბნის გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ გარდაბნის საკრებულოს ხუთშაბათს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს გარდაბნის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ნათესაური კავშირი არ აქვს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0120 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს მთავრობა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართ
საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტის „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია“ დირექტორს სპირიდონ ფლოღაიტისის შეხვდა.
სამართალდამცავებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.