საჭადრაკო ტურნირი დასრულდა. ხონის პირველობისთვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 40-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალშიც.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი გამოეხმაურა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ზამთრის საბაზისო კურსს ბაკურიანში მასპინძლობს. ამჯერად სამთო მომზადება საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დაიწყო. მასში 12 უკრაინელი და 5 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეაქო სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ ძალისხმევისათვის, გამორჩეულად გამასპინძლებოდა ფხენიანიდან წარგზავნილ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში.
პოლონეთში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარშავაში შესვლისას პრობლემები არ შექმნია, პირიქით, მას ქვეყნის პარლამენტარებიც კი დახვდნენ აეროპორტში და პოლონეთის ხელისუფლებამ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვაც გამოუყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევში რამდენიმე საათის წინ დააკავეს, პოლონეთში უკვე გაფრინდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.