მკვლევარებმა გვატემალაში მაიას ცივილიზაციის 60 000-ზე მეტ ნანგრევს მიაკვლიეს, რაც მთავარ არქეოლოგიურ გარღვევას წარმოადგენს. როგორც BBC თავის სტატიაში წერს, კვლევისას ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს, რათა ციფრულად დაეთვალიერებინათ ტყეების ჩრდილის ქვედა შრეები, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სახლები, სასახლეები, ამაღლებული შარაგზები, და თავდაცვითი ციხე-სიმაგრეები.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ თეონა გვაზავას განცხადებით, 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სრულად...

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა მოსულიშვილი თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა.

სრულად...

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან, თანათავმჯდომარე ჯერი კონოლისთან გამართავს.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები იმით, რომ აკრძალული საქონლის ექსპორტისაგან დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო 2017 წელს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ექსკლუზიურად გაეროს მონიტორების საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, რომელშიც ასევე ფხენიანის მიმართ გამოთქმულია ბრალდება, რომ იგი იარაღით სირიას და მიანმარს ამარაგებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სანქცია გასცა გამოქვეყნდეს სადავო სამსახურებრივი ჩანაწერი, რომელიც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო რუსული ჩარევის საქმის წარმოებას ეხება.

სრულად...

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი