საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხზე მის ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების გამოხმაურება და განცხადებები, რომ ახალი ინიციატივით პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, „ქართული ოცნების" მიერ მის წინააღმდეგ „დაბნეული შავი პიარია".
თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ მერი გენერალური გეგმის საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში მივიდეს. როგორც კალაძე აცხადებს, გენერალურ გეგმაზე „სადებატო არაფერი არ არის".
ორი სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა ერთმანეთს სამხრეთ საფრანგეთში, რამაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ხვდება. შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, მაჩალიკაშვილების ადვოკატებიც ესწრებიან.
საქართველოს მოქალაქეებს დღეს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ იმ შესაძლებლობას, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციით მოგვენიჭა, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო უწყების პირველმა პირმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
არ არის გამორიცხული რომ გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
ჩვენი ქვეყნის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პოლიციის წარმატებაზე, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა.
შსს-ში საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.