955 მუშის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკის ოქროს მაღაროში მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ისინი ოთხშაბათ საღამოდან მოყოლებული მიწისქვეშ არიან ჩარჩენილები.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს შეხვდა.
18 ადამიანია ჰოსპიტალიზებული მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ შანხაის ტურისტულ ცენტრში, ხუანგპუს რაიონში, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე „სტარბაქსის“ ყავის კაფეს წინ ტროტუარზე ფურგონის ტიპის ავტომანქანა შევარდა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „სინხუა“.
კუბის რევოლუციური ლიდერის, ფიდელ კასტროს 68 წლის ვაჟმა, ფიდელ ანხელ კასტრო დიაზ-ბალარტმა საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს.
სახალხო დამცველი საქართველოს მთავარი პროკურორისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოჯახს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0213 პუნქტით გამყარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორმა, გვანცა სიგუამ უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნეს.
ტექნოპარკში „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ - EuroDIG 2018-ის წინამოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს - ფორუმი თბილისში 4-6 ივნისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.