ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს 4%-ის ფარგლებში, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საჯარო უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეცნიერებმა მედიცინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამიერიდან, კიბოს დადგენა სისხლის საერთო ანალიზით იქნება შესაძლებელი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გუნდმა უკვე გამოსცადა მეთოდი, რომელიც დაავადების 8 გავრცელებულ ფორმას ავლენს.
სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ შედეგად. როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, სტიქიას გერმანიაში 6, ნიდერლანდებში 3, ბელგიაში 1 და იტალიაში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთში, ბურიატიაში, ულან უდეს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მოზარდი მოსწავლეებსა და მასწავლებელს თავს ნაჯახით დაესხა. შემთხვევის შედეგად, რომელიც დღეს დილით მოხდა, დაჭრილია შვიდი ადამიანი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ა.ს. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შს სამინისტრო ავრცელებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იგი სახელისუფლებო გუნდიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.