უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ესპანელმა და პორტუგალიელმა მებაჟეებმა ანანასში დამალული კოკაინი აღმოაჩინეს. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, სულ ამოღებულია 745 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ევროპაში სამხრეთ ამერიკიდან ჩამოიტანეს.
52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სამგზავრო ავტობუსში გაჩენილ ხანძარს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მერიამ აღსაზრდელების კვების მენიუ შეამცირა, აბსოლუტური სიცრუეა. „ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელია", განაცხადა მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა არ იცოდა, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების დამტკიცებისა და ამ ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.