სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.
სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა სიდნეის სარკინიგზო სადგურში, სადაც მატარებელი ჯებირს შეეჯახა. ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 10:00 საათზე სიდნეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სადგურ რიჩმონდში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ, რაც ანკარას კამპანიის ნაწილია, გაათავისუფლოს საზღვრის ტერიტორია ქურთი მებრძოლებისაგან, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.
აშშ-ის კენტუკის შტატში, ქალაქ ლუისვილის პოლიციამ ორი მამაკაცის, მათ შორის 31 წლის დავით კანდელაკის ცხედარი, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
რეგიონებში - როგორც მუნიციპალიტეტების მერიებში, ისე საკრებულოებში 2018 წლიდან ხელფასების მასობრივი ზრდა განხორციელდა და ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, უმეტესწილად კი მაღალჩინოსანთა გაზრდილი ხელფასების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დაუჯდება.
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ქაბულის მდიდრულ სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც მას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და იქ მყოფი სტუმრები მძევლად აიყვანეს.
სულ მცირე ოთხმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ქაბულის სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმა წამოიწყო, განაცხადეს ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მუნიციპალიტეტში მდებარე მთის კურორტების მიმართულებით, ტურისტული ნაკადების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ქ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.