სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ჩატარდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული 83 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო (უფროსი სერჟანტის) კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. პრეზიდენტმა ერიკ ჰოგს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისიის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის ჩხერის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გამყარდა.
თბილისის მერი კახა კალაძე 95-ე ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც მშობლებს „ფეისბუქის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართა და ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები.
„ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.