შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მჯდომი სამი მამაკაცი გარდაიცვალა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ამჟამად არავითარი პროგრესი არ არსებობს.
წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ., ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამატყუნებელ განაჩენს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, „შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ".
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0116 პუნქტით გაუფასურდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ობიექტურს უწოდებს.
დღეს საქართველოს შეემატა სისხლის სამართლის ახალი დამნაშავე. მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს, ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამრთლოს გადაწყვეტილება უკანონოა და განაჩენი საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.