მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის შეხვდა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) „მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი - ევროპის ახალი სასწავლო ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების მართვის კონტექსტში“ მსმენელების საერთაშორისო ჯგუფს პირველად მასპინძლობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა, თუმცა, იგი დაკითხვაზე არ შესულა.
„მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიება დაადასტურა ჩემი უდანაულობა მტკიცებულებებით და იმედს ვიტოვებ, რომ მიშა მგალობლიშვილის შემთხვევაშიც საქმე იგივენაირად დასრულდება და ეს არის დროის საკითხი", აცხადებს გიორგი ქებურია.
ატლანტის ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტისთვის კვირას ელექტროენერგიის მიწოდების 12 საათით შეწყვეტამ მისი ნაწილობრივი დახურვა და ათეულობით ათასი ადამიანის მგზავრობის შეფერხება გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პრემიერ მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამორიცხავს.
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ა., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა საპროტესტო აქციების შეჩერებისა და კომპრომისზე წასვლის წინადადებით. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა „სტრანა“ წერს.
პაკისტანის ეკლესიაზე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ჭრილობები აქვს მიღებული ათეულობით სხვას. თავდასხმა ქალაქ ქუეტაში, ავღანეთის საზღვრიდან დაახლოებით 65 კილომეტრში განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.