შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.გ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. როგორც ცოტა ხნის წინ სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ჩატაევმა თავი აიფეთქა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებსა და გზაჯვარედინებზე საპატრულო ეკიპაჟები მორიგეობენ. განცხადება ამის თაობაზე გახარიამ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ახალი წლის დღეებშიც, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს. განცხადება ამის თაობაზე შს მინისტრმა მედიის წარმომადგენელბთან საუბრისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.