საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0005 პუნქტით გაუფასურდა.
ყველგან, სადაც ჩვენ მოვალთ, სადაც „ლეიბორისტული პარტიის" მერი და უმრავლესობა აირჩევა, აღარ იქნება პრობლემა რა ვჭამოთ, არ იქნება პრობლემა რით ვიმკურნალოთ, არ იქნება პრობლემა რით გადავიხადოთ განათლების საფასური, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება", განაცხადა კახა კალაძემ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს განზრახული აქვთ უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერ ფასად მიტაცება, მიიჩნევს „ბლოკ პეტრო პოროშენკოს“ ფრაქციის თავმჯდომარე არტურ გერასიმოვი.
ცნობილი ქართველი მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჩიაური საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფლების, ციცქიურის, ნადაბურისა და გოლისის ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დოდო ხაჩიძე და ზურაბ ხაჩიძე წარუდგინა.
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის საირმე-აბასთუმნის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს. გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, გამოკითხვაზე მათი შემოსავლების წყაროების დადგენის მიზნით, 17 შემომწირველია დაბარებული.
ჩინეთის უდიდესი ღონისძიება, კომუნისტური პარტიის ყრილობა, პეკინში განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.