პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ანივარდ (ანი) მოსოიანმა სოფლების: ოროჯალარის, დიდი არაქალის, პატარა არაქალისა და სათხის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

სრულად...

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ წარმომადგენელს, ჯორდი სანჩესს, რომელიც რეგიონული ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელია და ჯორდი კუიხარტს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათზე გამოძიება ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით მიმდინარეობს.

სრულად...

ტყის ხანძრებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც შაბათ-კვირას დაიწყო, სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალურმა უწყებამ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. 

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის, ყულევის, პირველი მაისის, ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე „ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის" წევრებსა და სხვადასხვა სექტორში მოღვაწე აქტიურ ქალბატონებს შეხვდა.

სრულად...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

სრულად...

სამეგრელოს გუბერნატორი გახლავთ ცენტრალური ხელისფლების წარმომადგენელი და ადამიანი მოდის მეოთხეჯერ შესახვედრად გუბერნატორთან და მეოთხეჯერ ვერ იღებს პასუხს, აღნიშნული განცხადება ზუგდიდში დღეს გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

სრულად...

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სრულად...

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი