თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზის 132-ე კილომეტრზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა.
როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის გაჭრის სამუშაოები დასრულდა. როგორც GUARDIAN.GE-ს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროდან აცნობეს, გზის მშენებლობა, რომელიც არხოტის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2960 მეტრზე გადის და მდინარე ასას ხეობის გავლით სოფელ ამღაში მთავრდება, 2015 წელს სოფელ როშკადან დაიწყო.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ლატალის თემის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე სოფლების, იმერთუბანის, ფლატეს, მლაშეს, ზარზმასა და ჩორჩანის მოსახლეობას შეხვდა.
სასამართლომ ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
როგორც GUARDIAN.GE-ს ლანჩხუთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ხიდები, მილხიდები და გაბიონები; დატბორილია და დამეწყრილია ეზოები, საყანე ფართობები; საცხოვრებელ სახლებს ქარიშხალმა სახურავები გადახადა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად იტალიის რესპუბლიკას ეწვია. გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.