„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ (გია) იოსელიანმა, კარდაკარის ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება.
საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ერაყის სამთავრობო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ჰავიჯა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ბოლო ანკლავი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული კ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.
ლას ვეგასის შეიარაღებული მამაკაცის, სტივენ პადოკის მეგობარმა ქალმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რას გეგმავდა მისი „კეთილი, მზრუნველი, წყნარი“ პარტნიორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.