პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე სოფელ ლაცორიას, სპათაგორისა და ლაჯანას მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადვოკატები მოითხოვენ, რომ ჩვენებების მასმედიის საშუალებებით გავრცელების საქმეზე, მათი გამოკითხვა მოსამართლის თანამონაწილეობით მოხდეს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ მეორე ობჩის მოსახლეობას შეხვდა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში, დაკითხვაზე დეკანოზის ადვოკატები დაიბარეს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი კომბინატის მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყო. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზიაა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ სეხნიაშვილი, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გაიმართება, იმ ორ საკითხზე ისაუბრებენ, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული - ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.
„მოლოდინი რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციაში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - მეგობრობის გამზირზე სწრაფად მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ამოტრიალდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.