საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაოვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ. ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა ბრძანებულება გამოსცა, რომელიც ნებას რთავს ქალებს მართვის მოწმობები მიეცეთ. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას - ამის შესახებ, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფელ ტუნაძეების, ჭახაურისა და მერჩხეთის მოსახლეობას შეხვდა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყის ქურთებს სადამსჯელო ზომების გამო, რომელსაც იგი ორშაბათის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საპასუხოდ განიხილავს, შესაძლოა შიმშილის ხანა დაუდგეთ.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 25 სექტემბერს საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 9187 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალის გახსნაზე შეკრებილებს სიტყვით პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს თანამშრომლებმა, შშმ პირთა უფლებებზე ლექცია/ტრენინგი ჩაატარეს და დამსწრე საზოგადოებას შშმ პირთა ადვოკატირების შესაძლებლობები გააცნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.