პენტაგონის გათვლებით, დაახლოებით 20 000 სამხრეთ კორეელი დაიღუპება ყოველდღიურად აშშ-ჩრდილოეთ კორეის ომში. აღნიშნულს ამტკიცებს აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი, რომელმაც განაცხადა, რომ მოცემული ციფრი ტრადიციული ომის სცენარის მიხედვითაა შედგენილი და არ მოიცავს ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შედეგებს. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული „დეილი მეილი“ აქვეყნებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, 100-მეტრიან დისტანციაზე მსუბუქ ათლეტიზმში გამარჯვებული კანადელი და ავსტრალიელი სპორტსმენები დააჯილდოვა, მათ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები პირადად გადასცა და წარმატება მიულოცა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება. ანა დოლიძის განცხადებით, „დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა".
კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების უზურპაციას გამორიცხავს.
ხონის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღში, 2-3 წლის აღსაზრდელებისათვის, 25 ბავშვზე გათვლილი, ახალი ჯგუფი გაიხსნა. როგორც GUARDIAN.GE-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ახალი ჯგუფის გახსნა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კანონმდებლებმა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ლონდონის „თაუერ ჰილის“ მეტროსადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც მატარებელში მობილური ტელეფონის დამტენი მცირე აფეთქებისა და ცეცხლის გამოწვევის მიზეზი გახდა.
„დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
„ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში, მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.