სამხრეთ კორეის განცხადებით, არსებობს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა უფრო მეტი რაკეტის, შესაძლოა კონტინენტთშორისი რაკეტის გასაშვებად ემზადებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების დანაყოფები კახეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.
შს მინისტრმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძისა და კახეთის რეგიონის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილისგან კახეთის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.
სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ადგილმდებარეობაზე სიმულაციური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ არ მიისწრაფვის ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურებისაკენ“, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის შესაძლებლობები გააჩნია.
2017 წელს ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას და ეს პირველად მოხდა ბოლო პერიოდში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას და იმედი გამოხატა, რომ ამბროლაურის შემდეგ ეს ტენდენცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იჩენს თავს.
საჩხერის და რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 2017 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ „ჩვენს ხალხს ეგრძნო შვება და თითოეული ჩვენგანის ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.