შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ამერიკის შეერთებული შტატები 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემას მთელი რუსეთის მასშტაბით აჩერებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ქალაქებს - ანტალიასა და ქემერს შორის ავტომაგისტრალზე ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაზიანებები აქვს მიღებული მგზავრების უმრავლესობას, მათ შორის ორი ბავშვს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ, რაც მუდმივად ფხენიანის გააფთრებას იწვევს.
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდება, თუ ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას მისცემს მეხანძრეებს.
ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ „დასავლეთის პროექტი“ მის ქვეყანასთან დაკავშირებით ჩაიშალა და მადლობა გადაუხადა რუსეთს და ირანს ტერორისტებთან ბრძოლაში მხარდაჭერისათვის.
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.