საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გაუფასურდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე სამსახურის უფროსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისგან ერთი კვირის მანძილზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ახალი ელჩის, ანატოლი ანტონოვის დანიშვნის ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
მარტვილში, ა(ა)იპ მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსის ეროვნული ფედერაციის თანხმობით, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკელ მოქალაქეებს რუსული ვიზების მიღების პროცედურას არ გაურთულებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან შემოთავაზება მიიღო, არ აპირებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს „შორიდან უყუროს“.
შინდისის ბრძოლის გმირების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა. სპორტულ აქტივობას, რომელიც გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტის სამსახურის ორგანიზებით მესამედ გაიმართა, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის დარბაზმა უმასპინძლა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, მლაშე–ფლატეს დამაკავშირებელი 1575-მეტრიანი გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში ავტობუსების გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.