ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ვაზიანის მე-11 საწვრთნელი პოლიგონის დათვალიერებისას, სწავლების ხელმძღვანელმა შავლეგო ტაბატაძემ გენერალური შტაბის უფროსს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მედალიონი უსახსოვრა.

სრულად...

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სპორტული აქტივობების მიზანს სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა.

სრულად...

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.

სრულად...

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. რუსულ აგრესიას საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მანილაში, სამხრეთ აზიის ქვეყნების სახელმწიფოთა ასოციაციის რეგიონული ფორუმის ფარგლებში, მის რუს კოლეგასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ორშაბათს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეძლებენ გზების მოძებნას დაძაბულობის შესანელებლად, აღნიშნა რა, რომ არ იქნება სასარგებლო ურთიერთობების გაწყვეტა ერთადერთი საკითხის, რუსეთის აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.

სრულად...

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება. განცხადება ამის თაობაზე უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელთან“ საუბრისას საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა გააკეთა.

სრულად...

თბილისში, დიდ დიღომში „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ცალკეული კერების ჩაქრობა ხორციელდება.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის გორდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის" კვალიფიციურმა ექიმებმა თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.

სრულად...

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აბაშის რაიონის სოფელ მარანში, ერთი პირი დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი