ხონის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ხონიდან ოთხი ახალგაზრდა შეეწირა.
2008 წლის აგვსიტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ და წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
საუდის არაბეთმა მასიური ტურისტული პროექტი წამოიწყო, რომლის მიხედვითაც წითელ ზღვაზე მდებარე 50 კუნძულს და სხვა ადგილებს მდიდრულ კურორტებად გადააქცევენ, რაც იმედოვნებენ, რომ მოიზიდავს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პარლამენტის ეზოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის დედასთან ერთად აგვისტოს ომის ამსახველი კადრები დაათვალიერეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი ტარიელ ქამაშიძე გაიხსენეს და მისი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
კრის ევანსის საუზმის შოუმ BBC-ს რადიო 2-ზე თითქმის ნახევარი მილიონი მსმენელი დაკარგა ამ წლის განმავლობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.