შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ივლისში ყატარს და საუდის არაბეთს ესტუმრება მას შემდეგ რაც საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და მას ულტიმატუმები წაუყენეს.
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე „ყაზტრანსგაზ თბილისს“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.
ხონში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. 18 ქუჩის კეთილმოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში 12 კილომეტრი ასფალტის საფარი დაიგება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში შეხვდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, მისი თქმით პრეზიდენტის მხრიდან „ადგილობრივი თვითმართველობის" შესახებ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება.
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.