თურქმენეთში უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება,რომლის შესახებაც გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ, აღნიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა დასრულდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, სამუშაოები ადგილობივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 22 774 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა გამართა.
თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, დამწვარია 180 კვ/მ ფართობი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს გაბორ იკლოდს შეხვდა.
თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხაძარია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, იწვის საწყობები, რომლებიც ბაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში 2019 წელს დაგეგმილი მრავალეროვნული ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.