პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე. 

სრულად...

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა.

სრულად...

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო.

სრულად...

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე აცხადებს, რომ დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თავად იყრის ისევ კენჭს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ სხვა კანდიდატი, რადგან მიიჩნევს, რომ განვითარების ფუნდამენტი ჩაყრილი აქვს და მომავალში „ეს წინსვლა“ არ შეჩერდება.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აგვისტოში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8-კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა დასრულდება.

სრულად...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან და ქალაქში გამგებლის წარმომადგენელთან, ლადო ნანაძესთან ერთად, ლანჩხუთში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

სრულად...

 საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო.

სრულად...

იტალიის მთავრობის ოფიციალური პირები ათი ათასობით მიგრანტისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემით დაიმუქრნენ, რითაც მთავრობა მიგრანტების და ლტოლვილების მზარდი კრიზისის მოგვარებას შეეცდება, რადგან ვიზების გაცემით, ახალ შემომსვლელებს ჩრდილოეთში გამგზავრების საშუალებას მისცემენ. „თაიმსის“ ცნობით, საუბარია 200,000 მიგრანტზე, რომელიც იტალიაში შევიდა და ევროპის გარშემო მოგზაურობას აპირებს.

სრულად...

„თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი