ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაუქმების შემდეგ, მისმა საბიუჯეტო შემოსავლებმა იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის თანხები ადგილზე მოქმედი ჰიდროელექტროსადგურის ქონების გადასახადიდან მიღებული თანხებით კომპენსირდება.
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
თერჯოლაში, კლინიკა „თერჯოლა-მედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა, ბავშვი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მან ინფორმაცია გადაამოწმა, უკრაინამ ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.
შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მეორე, მანამდე გამოუცხადებელი შეხვედრა ჰქონდათ მას შემდეგ, რაც ისინი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 7 ივლისს ოფიციალურად 2 საათის და 15 წუთის განმავლობაში შეხვდნენ ერთმანეთს, აღნიშნული მეორე შეხვედრის შესახებ კი თეთრ სახლს დღემდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, ბენარა-უნწის დამაკავშირებელი 1495-მეტრიანი გზის აღდგენა დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „ამბასადორიალი - 2017“-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე ყურადღება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე გამახვილდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი მიიღო.
მესტიის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის რიგით მეცხრე ოფისი გაიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ოფისი ომბუდსმენმა თამანმშრომლებთან ერთად გახსნა.
საქართველო-უკრაინის ერთობლივ ბიზნესფორუმს გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დაესწრო.მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, ასევე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.