ევროპარლამენტარმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა, რომელმაც კვირას მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართულ ციხეში მოინახულა, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.
ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპიზონში ავარიაში მოჰყვა. ტრაპიზონის საკონსულოს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 1 წლის თავზე ქუჩებში გამოსულ ათიათასობით ადამიანს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემოციური სიტყვებით მიმართა.
„ქართული მარშის“ შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია.
თ.კ და ვ.ბ რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების - ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.
ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, სადაც ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა.
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.