საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი გამართეს.
საქართველოს 17-18 ივლისს ოფიციალურ ვიზიტად თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ეწვევა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპრების“ წევრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით გადმოკვეთეს საზღვარი.
ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, ოპოზიციის ორგანიზებულ არაოფიციალურ რეფერენდუმზე 61 წლის მედდა ცეცხლსასროლი იარაღით ხმის მისაცემად რიგში დგომისას მოკლეს.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
შეერთებული შტატების სენატი „გადაავადებს“ ე.წ. ობამაქეას (ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონი) გაუქმებისა და მისი შეცვლის კენჭისყრის პროცედურას, რადგანაც ერთ-ერთი მთავარ კანონმდებელს, ჯონ მაკკეინს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა - თვალის ზემოთ სისხლის შენადედი ამოუღეს. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ირანში პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ძმა, ჰუსეინ ფერეიდუნი დააპატიმრეს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მას ფინანსური ხასიათის დანაშაულში სდებენ ბრალს.
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწის ოკეანეების დონე მოსალოდნელზე უფრო სწრაფად იწევს მაღლა. კოსმოსური სააგენტოს გათვლებით, მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე სულ მცირე 90 სანტიმეტრით აიწევს.
მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამგებლების და მერების კანდიდატურების შერჩევის პროცესს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.