სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში დასავლეთიდან შემოსული 205 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 40 ერთეული რაკეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას 2017 წლის 27 ივლისს განაგრძობს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალზე დასასწრებად გაემგზავრა.
ადიგენი-გორგული-უდე-არალის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებული ხიდის მშენებლობა დასრულდა.
ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ქალაქში გვარამაძის, ზედგინიძის, გორგასლის, მესხეთის, მეგობრობის, ნინოშვილისა და კეცხოველის ქუჩების აღდგენა-კეთილმოწყობა ხორციელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.