სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
თურქეთში, ერაყის საზღვრის მახლობლად, შირნაკის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. თურქეთის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანია რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ მანქანას აშშ-ის გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ცნობებს აწვდიდა, რითაც მან, როგორც ამას „როიტერსი“ წერს, იმ პერსონის შესახებ, რომელმაც იგი დაამარცხა, ყველაზე სერიოზული ბრალდება გააჟღერა.
თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე სოფელ სიქთარვის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი, მოადგილეები კახაბერ კუპატაძე და მანუჩარ რობაქიძე, გამგებლის წარმომადგენელი სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ბარბაქაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ამ დროისთვის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით უკვე დაამუშავა 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში წყალგამტარი მილ-ხიდი მწყობრიდან გამოვიდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, მილ-ხიდი გაიჭედა, რის გამოც, წყალი გზის სავალ ნაწილზე მიედინებოდა.
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არგენტინის ნაკრებთან გამართული შეხვედრა 11 ქულის სხვაობით წააგო. ავჭალის სტადიონზე მიმდინარე მატჩი არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით 37:26 დასრულდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.