კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.
ბიძინა ივანიშვილი კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომლის მფლობელი ამერიკული კომპანიაა და რომელიც ჭიათურის მანგანუმს, ზესტაფონის ფეროსა და ვარციხე ჰესს აერთიანებს, აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ოთარ სირაძემ გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ადიგენის მოსახლეობას შეხვდა.
ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღეები მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით მიმდინარეობს.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ლაშა თორდიას ცემასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმის შესახებ, ბევრი საეჭვო გარემოებაა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას, ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „უსაფრთხოება შავ ზღვაში, როგორც ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედი" წაიკითხა.
სომხეთმა და სეპარატისტებმა, რომლებიც აკონტროლებენ მთიან ყარაბაღს, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა, რომლის სამიზნეც ყარაბაღის თავდაცვის სარაკეტო სისტემა იყო, „უპასუხოდ არ დარჩება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.