ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ „ინტერ რაოსთან" დაკავშირებით, საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა.
შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ოთხშაბათს თავისი THAAD-ის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილების სეულის სამხრეთით გადატანა დაიწყეს, რაც ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისაგან მომდინარე წუხილს უკავშირდება.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
1969 წელს დაბადებული თ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გერმანია შესაძლოა ავტორიტარიზმს დაუბრუნდეს, თუკი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდება, განაცხადა მე-2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის გუბერნატორ-გენერლის, ჰანს ფრანკის შვილმა BBC-ის გადაცემა „Hardtalk“ -ში სტუმრობისას.
პრეზიდენტის არჩევის წესთან კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საწინააღმდეგოდ პროტესტის ქუჩაში გამოხატვას არ გამორიცხავს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ხალხისათვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წართმევის პირობებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურად „ივანიშვილისგან კრემლთან შეთანხმებით დანიშნული ხელის ბიჭუნას“ მოსვლის პერსპექტივა ესახება.
ამერიკული დღეების ფარგლებში, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა მოეწყო.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.