ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ახალაშენებული, 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების დახვეწის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და უწყებაში შემავალი სსიპ-ების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება.
ინციდენტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში - „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ცოტა ხნის წინათ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას თავი აქვს გატეხილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0139 პუნქტით გაუფასურდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსი ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
„ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, სრულიად ახალი გვერდი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მივცეთ გაფართოების საშუალება არა მხოლოდ არსებულ მეწარმეებს, არამედ დამწყებ საქმიან ადამიანებს, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და შექმნან ახალი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებული სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის“ ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.