იემენის სანაპიროს ბაბ ალ-მანდების სრუტის სიახლოვეს, გემს, რომელსაც სომალელი ლტოლვილები გადაჰყავდა, ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 42 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ნაჩვენებია ხომალდზე დაყრილი და მიმოფანტული ცხედრები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ორივეს, მისი და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრები ობამას ადმინისტრაციის მიერ ისმინებოდა და კანცლერ მერკელს უთხრა, რომ „სულ მცირე ჩვენ რაღაც გვაქვს საერთო, შესაძლოა“.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში ვიზიტად იმყოფება, სადაც დონალდ ტრამპთან ერთად მნიშვნელოვან სამიტს დაესწრება.
რუმინეთში, აპრილში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და ორმხრივი ურთიერთობები იყო გიორგი კვირიკაშვილისა და რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ჰორუმბას დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა.
„ძალა პარტნიორობაშია“ - მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს.
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ JTEC-ის ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
შს სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.