მარტვილის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გამწვანების აქცია ჩატარდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც გასულ წელს ალიანსის მიერ გაწეული საქმიანობას ასახავს, მიმოხილულია მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები.
სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ხ. თბილისში დააკავეს.
საქართველოს 17-18 მარტს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ეწვევა.
16-18 მარტს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამართა.
„Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, იქნება ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს შემცირება მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები გავხადოთ ბევრად უფრო ეფექტური“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
„360-გრადუსიანი ხედის მქონე, მრავალფუნქციური დანიშნულების ლოკაცია გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვით გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს.
თბილისის მერი დავით ნარმანია ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მიერ აქციის გამართვას გამოეხმაურა.
მთავრობის კანცელარიასთან ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა სიმბოლურად ბორკილები დაიდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.