მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში ვიზიტად გაემგზავრა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება.
თავდაცვის უწყებაში განვითარების ხაზი პირველ რიგში სწორედ მიუკერძოებელი და ობიექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე გადის, აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ახალი დირექტორისთვის დროშის გადაცემის ცერემონიალზე გააკეთა.
თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. ლიცეუმის ყოფილმა დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დროშა ახალ დირექტორს პოლკოვნიკს, შალვა ძინძიბაძეს გადააბარა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ჩვენება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველმა Guardian.ge-ს განუცხადა, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა.
თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურიდან ქვემო ფონიჭალის მიმართულებით ცალმხრივ მაგისტრალზე თითქმის ერთი საათია, რაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობია შექმნილი.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ის განცხადებები, რასაც აკეთებს ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც Guardian.ge-ს ასპინძის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20 ქუჩის განათების მოწყობა და აგრეთვე ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არსებული ყორე-ბეტონის დეკორატიულ ღობეებზე განათების შეცვლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.