საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე კენჭისყრის პროცესს ეხმაურება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, თუმცა საავტომობილო გზები, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 15-20 სმ-ია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი - 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.